“მიტევების დღეა და ამომიტივტივდა კითხვა: შევძლებ რუსეთის პატიებას?“

    მიტევების დღეა და ამომიტივტივდა კითხვა – შემიძლია თუ არა რუსეთს ვაპატიო – ამის შესახებ “საქართველოს გზის“ ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ამერიკამ, გერმანიამ, საფრანგეთმა მოინანიეს დანაშაულები, რუსეთი კი ის ქვეყანაა, რომელიც თავს დაესხა უმიზეზოდ და ყოველივე საფრთხის გარეშე ყველა თავის მეზობელს, ყველას წაართვა ტერიტორიები, და თავისი დანაშაული არასოდეს აღიარა.
“დღეს მიტევების დღეა და ამომიტივტივდა კითხვა: ნეტავ შემიძლია თუ არა რუსეთს მივუტევო და ვაპატიო (თუმცა მიტევება ალბათ ქვეყნებზე არ ვრცელდება)… იმ ქვეყანას, რომელმაც არასოდეს თავის ისტორიაში არცერთი მისი დანაშაული არ მოინანია. ამერიკამ ინდოელების დახოცვა, ვიეტნამის ომი მოინანია; გერმანიის კანცლერმა – დაჩოქებით ებრაელების განადგურება…. საფრანგეთმა მოგვიანებით, მაგრამ მაინც ალჟირში პოსტკოლონიალური ომი და იქ წამების გამოყენება, ესპანეთმა სამხრეთ ამერიკის ექსპედიციები, ავსტრალიამ აბორიგენების ამოჟლეტვა და ყოველ მის საელჩოში გამოტანილია მონანიების და ბოდიშის მოხდის დეკლარაცია … და ალბათ კიდევ ბევრი სხვა მაგალითი, რაც დღეს არ მახსენდება… რუსეთი კი, ის ქვეყანაა, რომელიც თავს დაესხა უმიზეზოდ და ყოველივე საფრთხის გარეშე ყველა თავის მეზობელს, ყველას წაართვა ტერიტორიები და თავისი დანაშაული არასოდეს აღიარა… ასეთ მეზობელთან გვაქვს საქმე … ნეტავ ისეთი დღე დადგეს და შევძლოთ მათი პატიება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

10000240_228804130659111_777386399_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები