“რუსეთი იდენტური სცენარით იწყებს იგივეს, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე – საქართველოში მოახერხა“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
როგორც კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რუსეთი ოდნავ განსხვავებული საბაბითა და იდენტური სცენარით იწყებს იგივეს, რაც მოახერხა 1992–1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში… და მეორედ 2008 წელს არანაკლებ მტკივნეული და ტრაგიკული შედეგებით.
ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო შეუწყნარებლობით და ადექვატური მოქმედებით რუსული აგრესია აღკვეთილი იქნება.
“რუსეთი ოდნავ განსხვავებული საბაბით და იდენტური სცენარით იწყებს იგივეს, რაც მოახერხა 1992–1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში… და მეორედ 2008 წელს არანაკლებ მტკივნეული და ტრაგიკული შედეგებით. ეს სცენარი კვლავაც მეორდება და ამჯერად დარტყმის ქვეშ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა–უკრაინა. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო შეუწყნარებლობით და ადექვატური მოქმედებით რუსული აგრესია აღკვეთილი იქნება“,-წერს კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.