“მუხლებზე კლიჩკო, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი უნდა იდგნენ და არა ეს დაბრიყვებული ხალხი“
დღეს მუხლებზე კლიჩკო, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი უნდა იდგნენ და არა ეს გასაცოდავებული, დაბრიყვებული ხალხი – ამის შესახებ ირინა სარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
სარიშვილის თქმით, კორუპციაში ჩაძირულმა იანუკოვიჩმა და მისმა მთავრობამ 30 ვერცხლის მოპოვების სურვილით სული ეშმაკს მიჰყიდეს და თავის დროზე არ აღკვეთეს კლიჩკოს ბანდის დანაშაულებრივი მოქმედებები,რითაც სარიშვილის თქმით, უკრაინა დაანაწევრეს.
“ბრბო ყველგან ბრბოა…ევრომაიდანზეც და ხარკოვშიც!!! და არ არსებობს ადამიანობა იქ, სადაც ბრბოს ინსტიქტი ამოქმედდება, იმის მიუხედავად,ვინ არის მართალი!!!!!!!!!!
კლიჩკო,ტიმოშენკო და მათი მცირერიცხოვანი ბანდა პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმიტომ,რომ მათ 30 ვერცხლის ფასად საკუთარი ხალხი გაიმეტეს და უკრაინა დაშალეს!!!!!!!!!!!!
კორუპციაში ჩაძირული იანუკოვიჩი და მისი მთავრობა პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმიტომ,რომ მათ 30 ვერცხლის მოპოვების სურვილით სული ეშმაკს მიჰყიდეს და თავის დროზე არ აღკვეთეს კლიჩკოს ბანდის დანაშაულებრივი მოქმედებები,რითაც უკრაინა დაანაწევრეს!!!!!!!!!!!!!!!!!
დღეს მუხლებზე კლიჩკო, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი უნდა იდგნენ და არა ეს გასაცოდავებული,დაბრიყვებული ხალხი!“,- წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.