“ყველაზე სასიამოვნო საქმე მიკროფონით ხელში გადაღებებზე სირბილია“
უამრავი წლის მერე,დღეს პირველად ვიყავი რეპორტაჟის გადასაღებად და გამახსენდა, რამ შემაყვარა ესე არანორმალურად ჟურნალისტიკა -ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და აცხადებს, რომ აქტიურ რეპორტიორობას უბრუნდება.
“უამრავი წლის მერე,დღეს პირველად ვიყავი რეპორტაჟის გადასაღებად და გამახსენდა, რამ შემაყვარა ესე არანორმალურად ჟურნალისტიკა…ამ წამს შემოვედით ტელევიზიაში მთელი დღის გადაღებების შემდეგ და მივხვდი, რომ ყველაზე გემრიელი, ყველაზე სასიამოვნო საქმე არის მიკროფონით ხელში გადაღებებზე სირბილი…რის პირდაპირი ეთერი…რის გადაცემა…რის სტუდია…მიკროფონს ხელიდან აღარ გავუშვებ… დღეიდან აქტიურად ვუბრუნდები რეპორტიორობას და არც ერთ კვირას აღარ ჩავაგდებ,რომ რეპორტაჟი არ გავაკეთო….მერე რა, რომ მთელი ღამე უნდა გავათენო სიუჟეტის დასამონტაჟებლად…ამხელა სიამოვნება არ მიმიღია თუ არ ვცდები 1999 წლიდან))))))) არარასოდეს ამ სიამოვნებაზე აღარ ვიტყვი უარს“,-წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.