"ქართული ოცნების" მთავრობას ისტორიული შანსი გაუჩნდა“
გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის კახა ლომაიას შეფასებით ყირიმის მოვლენების ფონზე “ქართული ოცნების” მთავრობას გაუჩნდა ისტორიული შანსი საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის პრინციპული უთანხმოებების სფეროში დააბრუნოს.
ამის შესახებ ლომაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ლომაია ვარაუდობს, რომ დასავლეთი, მაღალი ალბათობით, რუსეთს ყირიმიდან ჯარების გამოყვანას მოსთხოვს.
მის თქმით, სწორედ ამ მოთხოვნათა ჩამონათვალში უნდა აღმოჩნდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების მოთხოვნაც.
“ქართული ოცნების” მთავრობას გაუჩნდა ისტორიული შანსი გამოასწოროს თავისი სტრატეგიული შეცდომა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხი დააბრუნოს დასავლეთსა და რუსეთს შორის პრინციპული უთანხმოებების სფეროში. იქ, სადაც, დღეს მხოლოდ უკრაინული ყირიმის ოკუპაციაა. დასავლეთი, მაღალი ალბათობით, მოსთხოვს რუსეთს ყირიმიდან ჯარების გამოყვანას. აი ამ მოთხოვნათა ჩამონათვალში უნდა აღმოჩნდეს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმები შესრულების მოთხოვნაც. ამას სწრაფი, შეთანხმებული და გააზრებული მოქმედებები სჭირდება“, – წერს ლომაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.