„დათვმა გაიღვიძა, აქაურობას მინგრევ-მონგრევით ემუქრება”
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც ხიდაშელი წერს, თამამი
განცხადებების და შეშფოთებების ფაზა გავლილია.
„მე რომ დიდი და ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვიყო… დღეს სხვაგვარი პოლიტიკის დროა. თამამი პოლიტიკის, პრაგმატული, მაგრამ თამამი განცხადებების და შეშფოთებების ფაზა გავლილია. დათვმა გაიღვიძა, აქაურობას მინგრევ-მონგრევით ემუქრება. ცივილიზებული სამყაროც ფეხზე მდგომი, ერთიანი, ძლიერი, პროაქტიული, თამამი უნდა იყოს, ორი ნაბიჯით წინ უნდა გათვალოს, ორი ნაბიჯით უნდა დაასწროს. მე რომ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო რუსეთში მოლაპარაკებების მაგიდასთან დავღლიდი დიპლომატიური ლაპარაკით, მაგრამ აუცილებლად ვიმოქმედებდი.
მე რომ დიდი და ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო დღესვე ვიმოქმედებდი, კონკრეტულად ვიმოქმედებდი პატარა საქართველოს დასაცავად, მასზე უფრო დიდი უკრაინის დასაცავად, მოლდოვას დასაცავად. მე რომ დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ვიყო, აღარ დავაყოვნებდი და დღესვე მივიღებდი დიდ გადაწყვტილებებს მსოფლიოს ჩვენი ნაწილი, რომ ელოდება ათეული წელია.ვნახოთ, დაველოდოთ,“ – წერს თინა ხიდაშელი.