მოსამართლემ ემზარ კვიციანი პატიმრობაში დატოვა
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მოსამართლე გიორგი არევაძემ წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა.
როგორც უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ხსენებულმა მოსამართლემ თავის დროზე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიტპატიმრების დიდ ნაწილს, მათ შორის თავდ გაბედავასაც, ხოლო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული გურამ დონაძე, და “ზონდერი“ გიორგი ონიანი.
უფლებადამცველი, ემზარ კვიციანის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.
“ემზარ კვიციანს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა დაუტოვა მოსამართლე გიორგი არევაძემ… გიორგი არევაძემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიტპატიმრების დიდ ნაწილს, მათშორის მეც… გიორგი არევაძემ გაანთავისუფლა გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული გურამ დონაძე გირაოს სანაცვლოდ… გიორგი არევაძემ გაანთავისუფლა გირაოს სანაცვლოდ, ზონდერი, ადამიანი რომელიც წამალს უდებდა ხალხს, არმატურებით ცემდა ქუჩაში, ე.წ. ადვოკატი გიორგი ონიანი… და ამას სასამართლო ჰქვია თურმე… სამარცხვინო“,-წერს გიორგი გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.