„უკრაინის გენერალურ პროკურორთან სააკაშვილისა და ადეიშვილის გადაცემაზე საუბარი არ მქონია“

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნის შესახებ საქართველოს პროკურატურის წერილი მას არ უნახავს. როგორც საყვარელიძემ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, მას უკრაინის გენერალურ პროკურორთან სააკაშვილისა და ადეიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია. მისივე თქმით, საკითხის შესწავლაში ინტერესთა კონფლიქტის გამო, სავარაუდოდ, არ ჩაერთვება.
“ვიცი, რომ ადრე უკრაინის პროკურატურამ უარი თქვა კონკრეტულად ზურაბ ადეიშვილის გადაცემაზე. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩემამდე არ მოსულა და რომც მოვიდეს, ინტერესთა კონფლიქტი მაქვს და ყველამ იცის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე, ამიტომ პოლიტიკური კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან ამის უფლება მე უკვე არ მაქვს. უკრაინის პროკურატურა კი ამის შესახებ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორი გვენდობა ჩვენ და ენდობა ამ ქართულ ჯგუფს, ამიტომ დაგვიყენა გვერდით, რომ მივეხმაროთ მას ამ სისტემის გამართვაში. ამიტომ ვიცი მისი პოზიცია ამ საკითხზე. მიხეილ სააკაშვილის თუ ადეიშვილის გადაცემასთან დაკავშირებით მე მასთან საუბარი არ მქონია”, – განაცხადა დავით საყავრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები