პარლამენტის დეპუტატები ლაშა თორდიას მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების წინაშე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია წარდგება.
პარლამენტის წევრები ლაშა თორდიას რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. ლაშა თორდია კანონმდებლებს პარლამენტის 2013 წლის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც 2014 წელს უნდა განხორციელებულიყო. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს ასევე გააცნობს ანგარიშს სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტურობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები