მერაბ ტურავა იურისტის ყალბი დიპლომით სარგებლობისთვის ნინო კალანდაძის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

მერაბ ტურავა წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნინო კალანდაძეს, წლების განმავლობაში გაყალბებული დიპლომის გამოყენებაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს,- ამის შესახებ სამართლის ექსპერტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მერაბ ტურავას განცხადებით, პარლამენტის ყოფილ წევრს და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს საზოგადოება დღემდე შეცდომაში შეჰყავს და ცდილობს, ყოფილ მოსამართლეებზე ცრუ ინფორმაცია მიაწოდოს. ტურავას თქმით, ნინო კალანდაძეს საზოგადოება მაშინაც შეცდომაში შეჰყავდა, როცა წლების მანძილზე ყალბი დიპლომით თავს იურისტად ასაღებდა.
„ნინო კალანდაძემ 3 დღის წინ გააკეთა განცხადება, თითქოს უზენაეს სასამართლოში განხორციელებული დისციპლინური დევნა კანონიერი იყო და ნინო გვენეტაძესა და სხვა მოსამართლეებს თითქოს უკანონოდ ჰყავდათ პიროვნება 7 წლის განმავლობაში პატიმრობაში. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ნინო კალანდაძე ჯერ იყო პარლამენტის წევრი, შემდეგ – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ის არის პიროვნება, რომელმაც იურიდიული განათლების მიღების გარეშე პირდაპირ უკანონოდ, გაყალბებით მიიღო იურისტის დიპლომი. ამის შესახებ მე ნოტარიულად დამოწმებული ყველანაირი დოკუმენტაცია მაქვს. ნინო კალანდაძე საზოგადოებაში ჩვენზე ისევ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს, აცხადებს, თითქოს ჩვენ მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნა კანონიერი იყო. ამიტომ შესაძლებელია, რომ ჩვენ ქალბატონი ნინო კალანდაძის მიმართ სამართლებრივი პროცედურები დავიწყოთ, მის მიერ წლების მანძილზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი, უკანონო, ყალბი დიპლომის გამოყენების თაობაზე. ეს ჯერ კიდევ 2006 წელს გავაჟღერეთ, მაგრამ 2006 წელს ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩვენი საჩივარი წარმოებაშიც კი არ მიიღეს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები