"პუტინის რეჟიმი არის უმთავრესი ბოროტება დღევანდელ მსოფლიოში"

პუტინის რეჟიმი არის უმთავრესი ბოროტება დღევანდელ მსოფლიოში. სხვა ლოკალურ, ფუნდამენტალისტურ რეჟიმებზე მეტადაც, – ასე აფასებს  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი რუსეთის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში.  გიორგი კეკელიძემ განვითარებული მოვლენების შესახებ საკუთარი პოზიცია ფეისბუქის გვერდზე გამოხატა:
„ჩემთვის, როგორც ქართველისთვის უაღრესად დრამატული და სამარცხვინოა, რომ ამდენი უმწარესი გამოცდილების შემდეგაც, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი რუსეთუმე მოქალაქე და მედია–საშუალება, და კიდევ უფრო სამარცხვინო – ხალხი, რომელიც რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტებას კომიკურ ამბად თვლის და რომელიღაც, თუნდაც რაღაცით მიუღებელი, ვიწრო ჯგუფის პრეროგატივად მიაჩნია. იმედი მაქვს, დღეის შემდეგ ასეთი ადამიანების რიცხვი შემცირდება მაინც. p.s. ხვალ დიდი მარხვა იწყება – ესეც ერთმორწმუნის ქრისტიანობის კიდევ ერთი ,,დასტური”“, – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები