"საქართველოს პრეზიდენტი, ან პრემიერი სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში უნდა ჩავიდეს"
სამწუხაროდ, უკრაინას ემუქრება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ამიტომ, ამ მძიმე ჟამს, ვფიქრობ არ იქნება ურიგო, თუ საქართველოს პრემიერი ან პრეზიდენტი, სოლიდარობის ნიშნად დაუყოვნებლივ ჩავა კიევში და უკრაინელ ხალხს (არ ვსაუბრობ ახალ ხელისუფლებაზე) გამოუცხადებს მორალურ მხარდაჭერა, – ამის შესახებ საკუთარი პოზიცია ექსპერტმა კახა კახიშვილმა სოციალურ ქსელში გამოხატა.
„მესმის, რომ ასეთი პატარა ქვეყნის მთავრობა, ვერ უზრუნველყოფს ქმედით დახმარებას, ისიც მესმის, რომ ჩვენ თავად მძიმე პრობლემების წინაშე ვდგვართ, მაგრამ, თუნდაც მორალური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს“, – წერს კახა კახიშვილი ფეისბუქის გვერდზე.