წყალმომარაგების კომპანია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებებს და ასრულებდა შეყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მითითებებს.
ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოება შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს.
„ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტი ექვემდებარებოდა დირექტორის მოადგილეს. შესყიდვების დეპარტამენტის კურატორი კი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ორი დეპარტამენტი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია მართვის დროს და მათი ფუნქციების გადაკვეთა არ ხდება.
განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ახალმა მენეჯმენტმა „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2014 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზისას, თვითონ დააფიქსირა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თავად შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა“,- აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები