დავით ნარმანია მერიიდან 200 თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიიდან 200 თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. მერის განმარტებით, მათ ვერ დააკმაყოფილეს საკონკურსო მოთხოვნები, რის გამოც ისინი გაუშვეს.
„გუშინ დასრულდა კონკურსი და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებმაც დააკმაყოფილეს შესაბამისი მოთხოვნები და კომისიის მხრიდან გაეწიათ რეკომენდაცია დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები დაინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობაზე, 500-მდე ადამიანზეა საუბარი. ვაკანსიების ერთი ნაწილი ისევ რჩება, ვინაიდან კომისიამ ვერ გამოავლინა, ვინც დააკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს. ამიტომ დარჩენილ ვაკანსიებზე კონკურსი დამატებით გამოცხადდება,” – აცხადებს დავით ნარმანია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები