რა ტყუილი თქვა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი-2” – ის ეთერში

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი განცხადება, რომ იგი ლურჯი მონასტრიდან ოჯახის წევრებთან ერთად გამოაძევეს, უზუსტობას შეიცავს.
როგორც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, როდესაც მილიციამ ეკლესიიდან გამოაძევა, მე-7 კლასელი იყო.
„ერთხელ ლურჯი მონასტრიდან გამოგვაძევეს და მთელი დღე მილიციაში ვიჯექი, მაშინ მეშვიდეკლასელი ვიყავი” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს, როდესაც ექსპრეზიდენტი ეკლესიასა და ღვთისმოსაობის შესახებ საუბრობდა.
„კვირამ“ ლურჯი მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიძია, სადაც აღნიშნულია, რომ ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი “ლურჯი მონასტერი” ვერის უბანში, ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოს მდებარეობს – აღმართულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახლანდელი ვერის პარკთან.
აუშენებიათ XII საუკუნის მიწურულს, უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას. 1860 წელს დეკანოზ გრიგოლ ჭრელაშვილისა და ინჟინერ-ტექნოლოგ ფონ-ბიჰოლდის მიერ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში წარდგენილ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტაძარი მხოლოდ მცირე შეკეთებას საჭიროებდა, რათა მასში ღმრთისმსახურების აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა. მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობითა საეპარქიო არქიტექტორ ალ. ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს რუსული “ხახვისებრი” გუმბათი, რომელიც არ შეესაბამებოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებს და ტაძრის იერ-სახეს მთლიანად ცვლიდა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა. საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი – მედიცინის ისტორიის მუზეუმი.
1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.
აღსანიშნავია, რომ, მიხეილ სააკაშვილი 1967 წელს 21 დეკემბერს დაიბადა. იგი მე-7 კლასში, სავარაუდოდ, 12 წლის იყო. 1979 წელს „ლურჯი მონასტერი“ არ ფუნქციონირებდა. მომავალმა პრეზიდენტმა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა 1984 წელს დაამთავრა და სწავლა კიევში განაგრძო.
იმ დროს, 1990 წელს, როდესაც მონასტერმა ღმრთისმსახურება აღადგინა, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, უკრაინაში იმყოფებოდა. 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
ფაქტია, მე-7 კლასელი მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი 1979 წელს „ლურჯ მონასტერში“ ვერ აღმოჩნდებოდა, ვინაიდან მონასტერმა ღმრთისმსახურება 1990 წელს აღადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები