გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის დეპარატმენტის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდა და შესყიდვების დეპარატმენტის ხელმძღვანელობის მითითებებს ასრულებდა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ადგილი აქვს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.
“ბუღალტრული აღრიცხვის დეპარატმენტი დირექტორის მოადგილეს ექვემდებარებოდა. შესყიდვების დეპარატმენტის კურატორი კი, დირექტორის პირველი მოადგილე იყო. ორი დეპარტმენტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია მართვის დროს და მათი ფუნქციების გადაკვეთა არ ხდება. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ახალმა მენეჯმენტმა “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” 2014 წლის ფინანსური ანგარიშების ანალიზისას, თვითონ დააფიქსირა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრი. სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თავად შეისწავლა საქმე და შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები