ამირან გიგუაშვილი: პრეზიდენტმა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კანდიდატურა შეარჩია

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კანდიდატურა შეარჩია. როგორც გიგუაშვილმა „კვირას“ განუცხადა, უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტს პარლამენტისთვის ისეთი ადამიანი შეეთავაზებინა, რომელსაც სამოსამართლეო წარსული არ ექნებოდა.
“საქმე არ არის მხოლოდ პიროვნებებში. რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინო გვენეტაძე პროფესიონალია, მაგრამ დღევანდელ სასამართლო სისტემას მაინც ახალი სისხლი სჭირდებოდა. ახალგზარდა, ენერგიული კადრი, რომელსაც არ ექნებოდა პოლიტიკური თუ სამოსამართლეო წარსული და სასამართლო სისტემაში პირადი ინტერესების გამო ანგარიშსწორებით არ დაკავდებოდა. მეეჭვება ქალბატონმა ნინომ ასეთი დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლოს.
ამ შემთხვევაში, ალბათ უკეთესი იქნებოდა პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურა შეეთავაზებინა პარლამენტისათვის, მათ შორის თუნდაც ყოფილიყო ქალბატონი ნინო გვენეტაძეც და პარლამენტს არჩევანი ისე გაეკეთებინა, როგორც ამას სთავაზობდა პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობა”, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.
ნინო გვენეტაძე სამართალმცოდნე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. გვენეტაძეს, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები