საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე გასატან საკითხებზე იმსჯელეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მიეცა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, რომლებიც, ძირითადად, ქალაქის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
დღესვე ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხვა კომისიებზე შეთანხმებულ საკითხებზეც იმსჯელეს. კერძოდ, ბიუროს სხდომაზე განიხილეს თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების, თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ კრწანისის რაიონის გამგეობის შემოწმება-ანალიზის შედეგების განხილვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
საკრებულოს ბიუროს სხდომას მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები