საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას (GIEC) ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

 2015 წლის თებერვლიდან საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) შეემატა იორგ მატიასი, როგორც ჯგუფის მთავარი შვილობილი კომპანიის – საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (GIEC) ახალი გენერალური დირექტორი და GIG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. იორგ მატიასი გერმანიის მოქალაქეა, მას 30 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია ენერგო სექტორში, ასევე კერძო სექტორში, საჯარო სამსახურსა და სამეცნიერო კვლევაში. იორგ მატიასი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, ფლობს გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

10916358_1055310614484928_1818382484791029064_oბ-ნი მატიასი, რომელიც მანამდე მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში მუშაობდა, უცხო არ არის საქართველოსთვის. 2009 წლიდან 2013 წლამდე იორგ მატიასი საქართველოს წყლის და ენერგობაზარზე მსხვილი კომპანიის «ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ»-ის (GWP) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მოგვიანებით ბ-ნი მატიასი მონაწილეობდა კერძო ინვესტიციებში, მართავდა აქტივების მსხვილ პორტფელს სხვადასხვა სამრეწველო დარგში. 2009 წლამდე იორგ მატიასს ეკავა გერმანიის მსხვილი ენერგომომარაგების ჯგუფის MVV Energie AG-ის საერთაშორისო კონსულტანტისა და ტექნიკური საქმიანობის მმართველი დირექტორის თანამდებობა.
“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. ამჟამად ჯი-აი-ჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნესერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას.
დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს.

10470793_1055311181151538_1041310625803136053_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები