სამტრედიასთან 70 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი შეეჯახა

სამტრედიასთან სარკინიგზო მაგისტრალზე უბედური შემთხვევა მოხდა.მატარებლის შეჯახების შედეგად 70 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, მატარებელი გაჩერებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები