დავით საგანელიძე: ქუცნაშვილს მეტი დაფიქრება, თავშეკავება და გუნდურობა მართებს

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებს თავხედურს უწოდებს.

“ქუცნაშვილი ახალგაზრდა კაცია და ცოტა მეტი დაფიქრება, თავშეკავება და გუნდურობა მართებს. მას, ასევე, სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე ისაუბრეს და თუკი უმრავლესობის წევრებს კითხვები ან რაიმე სახის უკმაყოფილება ჰქონდათ, ეს მანამდე უნდა გამოეხატათ, ვიდრე ქუცნაშვილი განცხადებას დაწერდა.

“მაინტერესებს, სამი კვირის განმავლობაში რატომ არც ერთ ამ დეპუტატს არ გაუჩნდა სურვილი თავისი პოზიცია დაეფიქსირებინდა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. თავიანთი პოზიცია და უკამყოფილება მხოლოდ მას შემდეგ გამოხატეს, როცა ქუცნაშვილმა თავისი კანდიდატურა წარადგინა, შემდეგ განცხადება დაწერა და ამ დეპუტატებს ხელი მოაწერინა. ჩემს კოლეგებს დაფიქრებისკენ მოვუწოდებ”,- განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები