საქართველოს პრეზიდენტი ცესკო-ს ახალ წევრებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ ახალ წევრს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი შარაბიძე, დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ჭიქაბერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ზურაბ ხრიკაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღია და დემოკრატიული პროცესის საფუძველზე შეარჩიეს და მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
„ვიმედოვნებთ, რომ თითოეული მათგანი კომპეტენციით, გამოცდილებითა და ნეიტრალობით ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში და საზოგადოების ნდობის დამსახურებას“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.
შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები