ოფიციალური კრემლი მინსკის შეთანხმებით დადგენილ ვალდებულებებს ასაჯაროებს

ოფიციალური კრემლი მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის” სამიტზე მიღებული სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დოკუმენტს ასაჯაროებს. დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 15 თებერვალს, 00:00 საათზე უნდა მოხდეს.
აღმოსავლეთ უკრიანის ტერიტორია აუცილებლად უნდა დატოვონ პრორუსულმა ძალებმა, ხოლო მძიმე ჯავშანტექნიკისა და სხვა სამხედრო შეიარაღების გაყვანის პროცესს მონიტორინგი ეუთომ უნდა გაუწიოს. ნორმანდიული ოთხეულის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის პროცესი 16 საათზე მეტხანს გაგრძელდა. აღნიშნულ დოკუმენტს საკონტაქტო ჯგუფიდან ხელი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა: ალექსანდრე ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკმა მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგ ვალდებულებებს:
. საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. მძიმე ჯავშანტექნიკის გაყვანა კი მაქსიმუმ 14 დღეში უნდა განხორციელდეს.
. მძიმე ჯავანტექნიკის გაყვანის პროცესს მონიტორინგს ეუთო გაუწევს. უკრაინის ტერიტორიიდან უცხოური საარტილერიო ტექნიკის გაყვანა ეუთოს ზედამხედველობით უნდა მოხდეს.
. დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურატურის რეფორმირების პროცესში, რომლის თანახმადაც ახალი პროკურორები შეირჩევიან.
. უნდა განთავისუფლეს დონცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში აყვანილი ყველა ტყვე.
. აღმოსავლეთ უკრაინაში უნდა ჩატარდეს არჩევნები, რის შემდეგაც დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი უნდა დაიწყოს.
. შესაბამისი კანონი უნდა იქნას მიღებული დონეცკისა და ლუგანსკისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსი კი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ მოთხოვნებს და რუსეთთან სატრანსპორტო თანამშრომლების შენარჩუნების საკითხსაც.
გულიკო ზუმბაძემ და მამუკა ჩოქურმა სამგორის რაიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გულიკო ზუმბაძესა და ისანი-სამგორის რაიონის გამგებელ მამუკა ჩოქურს შორის რაიონის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საგორის რაიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით, აუცილებელია გამგეობასა და მაჟორიტარს შორის კოორდინაციის გამჭვირვალობის უზრუნველოყოფა, რათა საზოგადოება ყოველთვის იყოს ინფორმირებული ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით.
„დღევანდელი შეხვედრით საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიას და მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, კვარტალურად ჩავიბარებ ანგარიშს გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. კონკრეტულად კი, გავეცნობი არსებულ ვითარებას, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს გამგეობა, არსებობს თუ არა და რა არის სამუშაოების გარკვეული შეფერხების მიზეზები, რამდენად ეფექტურია პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ კონკრეტულად სამგორის რაიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქრურულ ღონისძიებებზე“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
სამგორის რაიონის გამგებლმა მამუკა ჩოქურმა აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამგვარი მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი კონკრეტული ამოცანების, როგორც დასახვის, ასევე მათი შესრულების მართებული დაგეგმვა და განხორციელება.
ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, გულიკო ზუმბაძემ და მამუკა ჩოქურმა შეხვედრაზე საკადრო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები