უკრაინა: ყველა უცხოურმა შეიარაღებულმა ფორმირებამ უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს
მისნკში,”ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრაზე, უკრაინის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის თანახმად, ყველა უცხოურმა შეიარაღებულმა ფორმირებამ, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ტერიტორიის დატოვება უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრა 16 საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამშვიდობო გეგმას ხელი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა ალექსანდრე ზახარჩენკომ და იგორ პლოტნიცკმაც მოაწერეს.