„მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადებაზე“

მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადებაზე – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.
“მე მინდა ვთქვა, რომ ნატოს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტივობა იმპლემენტაციის კუთხით ფასდება, როგორც უპრეცედენტო და ეს გაცხადებული იყო როგორც ერთობლივ განცხადებაში, ასევე გენერალური მდივნის, მისი მოადგილის სპეციალური წარმომადგენლისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებებში. როცა ამ ფონზე გამოდიან და ამბობენ, რომ ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი რაღაცნაირად გადაიდო, ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები