უკრაინის რადაში მორალის კომისია აღარ არსებობს
უკრაინის რადაში მორალის კომისია აღარ არსებობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსმენების კანონში შეტანილ ცვლილებებს მოჰყვა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს,იმას რომ მოქალაქეების უფლებები დაირღვევა. რადაში აცხადებენ, რომ მორალის კომისიის გაუქმება ცვლილებებს სულაც არ გამოიწვევს, ერთადერთი სხვაობა ის იქნება, რომ რადაში აღნიშნულ კომისიაზე ნაკლები თანხები დაიხარჯება. მორალის კომისიის გაუქმებას დღეს უკრაინის პარლამენტში 245 დეპუტატმა მოაწერა ხელი.