კონსტანტინე გაბაშვილი მოსამართლეს – „ვიღაც „ბლანდინკა“!
იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე გაბაშვილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. გაბაშვილი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა, „ვიღაც ბლანდინკას“ ადარებს. ყოფილი ელჩი ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.
„კიდევ ერთი სირცხვილი ქართული სასამართლოსი! კიდევ ერთი შედეგი მოსართლეების სამწლიანი შანტაჟის. ვიღაც „ბლანდინკას“ თანამდებობა ურჩევნია სამართალს. მაგრამ არის კიდევ უარესი ასპექტი ამ პილიტიკურად მოტივირებული სასამართლო ფარსის – ესაა საქართველოს ღია მტერთან დაპირისპირებული საქართველოს შსს-ს კანონიერი და აუცილებელი ქმედება 26 მაისს. სასამართლომ და პროკურატურამ მხარი დაუჭირა დღეს რუსეთის სპეცოპერაციას თბილისში 26 მაისს. ეს ყველამ დაიმახსოვროს! ვანო მართალია!“, – წერს კონსტანტინე გაბაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ შს ყოფილ მინისტრს და 26 მაისის საქმეზე განსასჯელს ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.