ემზარ კვიციანი: თვითმფრინავში ვზივარ, მოვფრინავ
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი საქართველოში მოფრინავს, -ამის შესახებ კვიციანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. „თვითმფრინავში ვზივარ, მოვფრინავ,“ – წერს კვიციანი. კვიციანი საქართველოში გუშინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მას მოსკოვის აეროპორტში საბუთებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ყოფილი რწმუნებული მზად არის ჩამოსვლისთანავე სამართალდამცველებს ჩაბარდეს და მათთან ითანამშრომლოს.