თინა ხიდაშელი: არ ველოდი სერგოსგან, თორემ გივის რომ ეთქვა იქნებ არც კი გამკვირვებოდა

„არ ველოდი სერგოსგან“, – ამ სიტყვებით გამოხატავს აღშფოთებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის მიერ გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
გადაცემა „რეაქციაში“ გაჟღერებულ განცხადებას ხიდაშელი სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს.
„ისაო, როგორ თქვა უუნაროები ხართ, ცემაც არ იცითო, ჩვენ უფრო მაგრად ვცემეთ გელაშვილი, ვიდრე თქვენ წიკლაურიო, ნახეთ რა მაგრები ვართო, აი ამას კი არ ველოდი სერგოსგან, თორემ ეხლა გივის რომ ეთქვა, იქნებ არც კი გამკვირვებოდა“, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან – თინა ხიდაშელი და უმცირესობიდან – სერგო რატიანი გადაცემაში „რეაქცია“ ერთმანეთის პირისპირ დებატებში მიიწვიეს. სერგო რატიანმა “ქართული ოცნება“ უუნარობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი გელაშვილი უფრო მაგრად იყო ნაცემი, ვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ნუგზარ წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები