“ნარმანიასთან კონკურენციაში სერიოზულად ვერ განვიხილავ ვერცერთ კანდიდატს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, თბილისის მერის პოსტზე, კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატ დავით ნარმანიას კონკურენტად “ნაციონალური მოძრაობის” არცერთ შესაძლო კანდიდატს არ მიიჩნევს.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ვინ იქნება, ეს ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში მნიშვნელოვანია მეორე ადგილზე ბრძოლისთვის, შესაბამისად, დავით ნარმანიასთან კონკურენციაში მე სერიოზულად ვერ განვიხილავ ვერც ერთ კანდიდატს”, – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” პრაიმერში მონაწილე მერობის კანდიდატებს ხვალ დაასახელებს.