ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში მუსულმან ქალებს შესაძლოა, ჰიჯაბის ტარება აეკრძალოთ

ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში მუსულმან ქალებს შესაძლოა, ჰიჯაბის ტარება აეკრძალოთ. როგორც “ბი-ბი-სი” იუწყება, თუ ჩინეთის პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებს, მაშინ რეგულაცია მუსულმანურ ტრადიციულ სამოსთან დაკავშირებით ჯერ ჩინეთის დასავლეთ რეგიონში ხინჯიანგში გავრცელდება, შემდეგ კი – ჩინეთის სხვა უმსხვილეს ქალაქებშიც. ინიციატივა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ ჩინეთის პარლამენტმა წინა წლის აგვისტოში წამოაყენა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ კანონპროექტის რატიფიცირება მომავალ სამშაბათს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები