“მაგთი” მომსახურების პაკეტების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთი” მომსახურების პაკეტების გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც “ კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, 2015 წლის 31 იანვარს, 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაუქმდა.
“2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა გათვალისწინებული იყო როგორც ხელშეკრულების პირობებით, ასევე, ზოგადად, სატენდერო დოკუმენტაციით, რომელიც მომხმარებლებისთვის (ორგანიზაციებისთვის) ცნობილი იყო.
წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები“, -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები