რამზან კადიროვი პუტინის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად არის

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კანონის დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, კადიროვი პუტინის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამს, – ინფორმაცია ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერის „ინსტაგრამის“ გვერდზე განთავსდა.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრძოლა კანონის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ მის გადაწყვეტილებას ყველანაირად ვემხრობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ნაფეხურებს მივყვებით. ჩვენ მზად ვართ, რომ მისი ნებისმიერი დავალება შევასრულოთ”, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები