ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ქართველი მეომრების სახელებს ეფარება და მათ ხარჯზე დაწინაურებას ცდილობს. განცხადებაში მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შვილების ძვირად ღირებულ განათლებაზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როდესაც საქართველოში ყოველ მე-3 სტუდენტს, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეუჩერდა. “თვე არ გავა, რომ უკრაინაში დაღუპული და დაჭრილი ქართველი მეომრის ახალი სახელი და გვარი არ შეემატოს ისედაც მრავალრიცხოვან სიას. ნამდვილად დასაფასებელია, რომ საქართველომ ასეთი მეომრები გაზარდა, ბრძოლაში უდრეკი და თავდადებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ სახელს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ეფარება და მათ ხარჯზე ცდილობენ უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობები დაიკავონ. თავიანთი შვილები კი, რომელთაც უკვე ასაკობრივი და ფიზიკური მზაობა გააჩნიათ, არათუ უკრაინაში არ მიდიან საომრად, არამედ საქართველოშიც არ აქვთ მოხდილი სამხედრო ვალდებულება, ხოლო მათი მშობლები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდებენ, საქართველოში შეწყვიტონ ხელშეკრულება და უკრაინა-რუსეთის ომში იბრძოლონ. ჩნდება კითხვა, ნუთუ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან მშობლები და ნუთუ მხოლოდ მათ სტკივათ თავიანთი შვილები, ხოლო ქართველ დედებს, რომლებიც უკვე ზედიზედ იცვამენ შავებს, ისინი დედები და მშობლები არ არიან, ან იქნებ არ ეკადრებათ ყოფილი ხელისუფლების წევრების შვილებს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, ან კიდევ სამხედრო ვალდებულების მოხდა. სხვათა შორის, ამერიკას თავიანთ მეგობარს რომ უწოდებენ, ურჩევნიათ ამ მეგობრისგან დადებითი მხარეები გადმოიღონ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი პრეზიდენტის შვილები ომში თავგამოდებით იბრძოდნენ, მაგალითად, ლინკოლნის შვილი რობერტ-ტოდ ლინკოლნი, რუზველტის ყველა შვილი და კიდევ სხვა მრავლი. იგივე შეგვიძლია ვთავათ ინგლისის პრინც ჰარიზე, რომელიც აგრძელებს ბრძოლის პირველ ფლანგზე ყოფნის ტრადიციას.
მსოფლიომ იცის, რომ ჯორჯ ბუში უმცროსიც კი სამხედრო მოსამსახურე, კერძოდ, მფრინავი გახლდათ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტალინი რომ სტალიანია, მისი ორივე ვაჟიც კი სამხედრო მოსამსახურე იყო.
აი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა შთამომავლებს რაც შეეხებათ, განსაკუთრებულ პირობებში ცხოვრობენ და ცხოვრების სიამ-ტკბილობას არ იკლებენ. თითქმის ყოველი მათგანი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სასწავლებლებში სწავლობს, იმ ფონზე, როცა საქართველოში ყველა მე-3 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. კოლოსალურ თანხებს აღწევს „ნაციონალური მოძრაობის“ შვილების განათლებაზე დახარჯული თანხები და მინდა ყველამ იცოდეს, ეს ფული ციდან არ ჩამოვარდნილა, არამედ თითოეულ ჩვენგანს ჯიბიდან ამოგვაცალეს. მეტი დამაჯერებლობისთვის მინდა წარმოგიდგინოთ ამ ბავშვების სია, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთის წამყვან და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტებში ეუფლებიან. 1. ედუარდ სააკაშვილი -1994 წ. სწავლობს სვარტ მორის კოლეჯში, ფიზიკის განხრით (აშშ) ყოველ წლიური სწავლის საფასური 56,930 $ შეადგენს. 2. ლევან ბოკერია – 1991 წ. დაამთავრა როჩესტერის უნივერსიტეტი, მუშაობას განაგრძობს ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში ბიოფსიქოლოგიის განხრით. როჩესტერის უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია, სადაც სწავლი საფასური წელიწადში 46,150 $ შეადგენს, ხოლო ჯორჯ ტაუნის უნივერსიტეტში – 61 000 $-ს. 3. ზურა ხაბაზი -1994 წ. შავი ზღვის უნივერსიტეტი, მოცურავეთა ნაკრების ვიცე-პრეზიდენტი. 4. ნუგზარ წერეთელი – 1990 წელი (გიგი წერეთლის ვაჟი). 5. ლუკა მალაშხია – 1997 წელი (შოთა მალაშხიას ვაჟი). 6. მევლუდ ხაჩიძე-1994 წ. კავკასიის ბიზნესსკოლა – 7 000 ლარი. 7. ნიკოლოზ ნაყოფია-1989 წ. 8. ალექსანდრე ბეჟაშვილი-1997 წ. ( ლევან ბეჟაშვილის ვაჟი). 9. ილია ღვინიაშვილი-1989 წ. (გიორგი ღვინიაშვილის ვაჟი). 10. გიორგი ჭიაბერაშვილი-1993 წ. (ზურა ჭიაბერაშვილის ვაჟი). 11. გიორგი ზაუტაშვილი -1984 წ ( ხათუნა ოჩიაური). 12. გიორგი კოდუა -1993 წ (ერეკლე კოდუას ვაჟი). 13. დავით ბეჟუაშვილი -1991 წ. 14. გიორგი ბეჟუაშვილი-1994 წ (გელა ბეჟუაშვილის ვაჟი). 15. რევაზ ლომაია-1993 წ. 16. გიორგი ლომაია 1995 წ (კახა ლომაიას ვაჟი). 17. ალექსანდრე რატიანი 21 წლის — სერგო რატიანის შვილი. 18 . გიორგი დარჩიაშვილი, 26 წლის, სამუშაო ადგილი ქ თბილისი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის აკადემია და შპს „ბერიუს“ – დავით დარჩიაშვილის შვილი. 19. მირზა სულეიმანოვი, 18 წლის შპს „არგო სისტემები“ – აზერ სულეიმანოვის შვილი. 20. თორნიკე გეწაძე, 25 წლის, უზენაესი სასამართლო – გია გეწაძის შვილი. 21. გიორგი უდესიანი – გიორგი უდესიანის შვილი, 21 წლის. 22. მიხეილ ქაცარავა, 22 წლის – მამუკა ქაცარავას შვილი. 23. გიორგი ლონდარიძე, 20 წლის, საქართველოს პარლამენტის აპარატში მუშაობს – ტარიელ ლონდარიძის ვჟი. 24. ლევან ბუცხრიკიძე, 21 წლის – კახა ბუცხრიკიძის შვილი. 25. კონსტანტინე თევდორაძე, 21 წლის, გიორგი თევდორაძის შვილი. 26. ნიკოლოზ დოლიძე, 22 წლის – ჯარჯი დოლიძის შვილი. 27. სერგი მელაძე, 22 წლის – საგარეო საქმეთა სამინისტრო- გიორგი მელაძე. 28. სერგი ბერძენიშვილი, 26 წლის, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ მუშაობს – ხათუნა ბერძენიშვილის შვილი. “

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები