“აეროპორტში მგზავრები ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ სანდრას ჩემოდნების წაღებაში დახმარებოდნენ”

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის” თავმჯდომარე ლაშა ფარულავა უკვე რამდენიმე დღეა ბრიუსელში, ადენაუერის ფონდში პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს. ლაშა ფარულავა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა, სადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-სატამბოლი- ბრიუსელის რეისით იმგზავრა. როგორც ლაშა ფარულავა ამბობს, ამავე რეისზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე ანდრა ელისაბედ რულოვსი დაემგზავრა, რომელმაც ეკონომ-კლასით იმგზავრა.
„თბილისიდან სტამბოლამდე და სტამბოლიდან ბრიუსელამდე დაგვემგზავრა ქალბატონი სანდრა რულოვსი. მგზავრების გაკვირვებული სახე არასდროს დამავიწყდება, როცა ქალბატონმა სანდრამ ეკონომ-კლასის მგზავრებისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. მათ შორის მეც გაკვირვებული დავრჩი, ქალბატონი სანდრა ორი ჩემოდნით ხელში მარტო რომ დავინახე, მერე ყველას მოგვესალმა და აკადემიური სიმშვიდით დაიკავა კუთვნილი ადგილი.
ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ სტამბოლის აეროპორტში მგზავრები ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ სანდრას ჩემოდნების წაღებაში დახმარებოდნენ. ყველაზე მაგარი ლედი ჰყავდა საქართველოს, – თქვა ერთ-ერთმა მგზავრმა და გზა განაგრძო…“ – წერს ლაშა ფარულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები