პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე 25 კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბიუროს სხდომაზე, რომელიც 11 საათზე დაიწყო, რეგლამენტის თანახმად, 25 კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტსაც.
აღნიშნული პროექტის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომელს უფლება ექნება, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გამოკვლევის მიზნით წარუდგინოს აღნიშნული სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, სსიპ -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სარგებლობაში არსებულ შენობაში მყოფი სამინისტროს სისტემის ის მოსამსახურე, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
პირველი მოსმენით განიხილავენ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტსაც, რომლის მიხედვით, თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერს უფლებამოსილება ექნება, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, კერძოდ, პერიოდულად ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე გონივრული ეჭვის არსებობისას, მოსთხოვოს თავისუფლებაშეზღუდულ პირს 5 სამუშაო დღეში სათანადო შემოწმება გაიაროს და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნივთიერების გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით სამკურნალო მიზნებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები