მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდები” დააკავეს

მოსკოვის ცენტრში სამართალდამცავებმა ქართველი “კანონიერი ქურდები” – 53 წლის გიორგი უგულავა („ტახი“) და 39 წლის კახაბერ პარპალია („კახა“) დააკავეს. ორივე უსურიისკისა და სოხუმის კლანებს მიეკუთვნება. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში, ლუსინოვის ქუჩაზე მდებარე სახინკლეში 20 ადამიანი აიყვანეს.
ცნობილია, რომ ქართველი „კანონიერი ქურდები“ დიდი ხნის მანძილზე უკრაინაში იმალებოდნენ და რუსეთში მხოლოდ ახლახან დაბრუნდნენ, – წერს რუსული მედია. არსებული მონაცემებით, დაკავებისას უგულავას ჩეხური წარმოების საბრძოლო პისტოლეტი «Mod.98» აღმოაჩნდა. „ტახი“ დაკავებისას სამართალდამცავებს სხვა გვარით გაეცნო, თუმცა მათ იცნეს „კრიმინალური ავტორიტეტი“, რადგან უგულავაზე ძებნა იყო გამოცხადებული. უგულავა ზაბაიკალიეში გადაიყვანეს, დანარჩენები კი პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები