პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა
პარლამენტში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დეპუტატები იმ საკითხებსა და კანონპროექტებს ათანხმებენ, რომლებსაც უახლოეს სხდომებზე განიხილავენ.
დღესვე იმსჯელებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატსა და პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამოსვლის ფორმატზეც. “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, რომ განსახილველ საკითხთა შორის მოხვდეს საყდრისის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.