ბელორუსიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თარიღი უცნობია

ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა ზუსტი თარიღი, თუ როდის ეწვევა პრეზიდენტი საქართველოს, ჯერჯერობით უცნობია.
ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა, ერთ-ერთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში გაავრცელა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი აპრილში იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობა მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები