ტელეკომპანიებს "ქუთაისი" და "ტელეარხი 25" სანქცია დაეკისრა

კომუნიკაცეიბის ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიებს “ქუთაისი” და “ტელეარხი-25”-ს სანქცია დააკისრა. კომისიის ინფორმაციით, მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანიები “ქუთაისი” და “ტელეარხი 25” სამაუწყებლო ბადეში გარკვეულ არალიცენზირებულ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს ანთავსებდნენ. კომისიის გადაწყვეტილებებით, ორივე ტელეკომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალათ მხოლოდ ლიცენზირებული ტელეპროდუქციის განთავსება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები