ეკა ზღულაძე: ახალ საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყება 27 ათასზე მეტ ადამიანს სურს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, ახალ საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყების სურვილი 27 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა და მონაცემები დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას „segodnya.ua“ ავრცელებს.

ზღულაძის სიტყვებით, კანდიდატების 72%-ს უმაღლესი განათლება აქვს, 30%-ს სტაბილური სამსახური, 18%-ი სტუდენტ-მაგისტრი და ასპირანტია, კანდიდატებს შორის უკრაინის შსს-ს თანამშრომლების მხოლოდ 20%-ია.
ზღულაძის ინფორმაციით, კანდიდატების საკონკურსო შერჩევა 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, უკრაინაში საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლების საკონკურსო შერჩევა მიმდინარეობს. ზაფხულში შესაბამისი მომზადების შემდეგ საპატრულო პოლიციელები მუშაობას ჯერ კიევში, შემდეგ კი უკრაინის სხვა ქალაქებშიც დაიწყებენ. უკრაინის სახელმწიფო ავტოინსპექცია ძველი სახით ივნისამდე იფუნქციონირებს, რის შემდეგაც მას საპატრულო პოლიცია ჩაანაცვლებს.

წყარო: „segodnya.ua“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები