რუს ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად მომზადების გავლას აიძულებენ

რუსეთში ჯარისკაცები უფლებადამცველებს იძულებითი კონტრაქტების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ ჯარისკაცებს აიძულებენ, როსტოვის ოლქში წასვლის კონტრაქტს მოაწერონ ხელი, იქიდან კი უკრაინაში გააგზავნიან.
გაზეთ „კომერსანტის“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ „სანქტ-პეტერბურგის ჯარისკაცების დედები“ უფლებადამცველ ელა პამფილოვას სამხედროების იძულებითი კონტრაქტების გაფორმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით მიმართა. პამფილოვამ განაცხადა, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ საქმით და სიტუაციის გასარკვევად მზადაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამხედროების გადაადგილება ჯარების საბრძოლო მომზადების შესაბამისად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გასული თვის მანძილზე ორგანიზაციამ „სანქტ-პეტერბურგის ჯარისკაცების დედები“ ნიჟეგოროდსკის, ლენინგრადის, მურმანსკის და კურსკის ოლქებიდან ჯარისკაცების 20 მიმართვა მიიღო.
უფლებადამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა, 2014 წლის აგვისტოს მოვლენები გამეორდეს, როდესაც დღემდე უცნობ გარემოებებში ჩეჩნეთიდან როსტოვში გაგზავნილი მე-18 ბრიგადის რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო შეტაკებებისას დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები