ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე დაიკითხება
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გიორგი ცააძე დაიკითხება. აღნიშნულ ინფორმაციას “სამართალდამცველთა ლიგაში” ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი ცააძე კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ექვსი ადამიანია დაკავებული. დაკავებულები არიან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი, აგრეთვე – სამი ყოფილი სპეცრაზმელი.
ოფიციალური განცხადება დაკავებების შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.