ია მეტრეველი იმ პატიმარს ესაუბრა, ვისაც ფირცხალავამ მისი მკვლელობა დაუკვეთა

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებამდე ის პატიმარ ლაშა შავიძეს თავად ესაუბრა. პატიმარი შეშინებული იყო და ამბობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა:
„20 იანვარს სოფელ ყარაფილაში ტრაგედიის ადგილზე ვიდექი, როდესაც ლაშამ დამირეკა. შველას ითხოვდა, მიშველეთ, ახლა შეიძლება მეც მიმაყოლონ, იქნებ ხმა მიაწვდინოთ ნანა კაკაბაძესო. ნანაც იქ იყო და მას დავალაპარაკე. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიაშვილი ელაპარაკა ლაშას და დაჰპირდა, რომ სათვალთვალოკამერიან საკანში გადაიყვანდნენ, რომ დეპარტამენტი იზრუნებდა მის უსაფრთხოებაზე. სახალხო დამცველსაც ვთხოვე, მიექცია ყურადღება. ამის შემდეგ გააკეთა ნანუაშვილმა ის განცხადება. შეშინებული, ტირილით რკავდა ლაშას დედაც, მიშველეთ, შვილი არ მომიკლანო“,-განცხადა მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები