ეკა ყუშიტაშვილს 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება

ადვოკატმა გოგა ონიანმა ეკა ყუშიტაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მისი განმარტებით, ყუშიტაშვილს, რომელმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მითითებას არ დაემორჩილა, 30-დღიანი პატიმრობა და ფინანსური სახდელი ემუქრება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია ამ ადამიანმა, ეს ითვალისწინებს 30-დღიან პატიმრობას; გარდა ამისა, არის ფინანსური სახდელი, რომელსაც დააწესებს სასამართლო, რადგან ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა“, – ამბობს ონიანი.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის უფროსს, დავით ცინარიძეს, გოგა ონიანის თქმით, მის წინააღმდეგ მას უფრო მძიმე ბრალდებები აქვს.
„ამავე ფაქტზე, ცალსახაა, რომ ყუშიტაშვილი უკავშირდება თანამდებობის პირებს შსს-ში, მათ შორის ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსს და ეს ადამიანი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, 332-ე მუხლი“, – განმარტავს ონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები