თვითმფრინავის გატაცებაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველოს მოქალაქეს მინსკში 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1973 წელს დაბადებული გელა სახელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო თვითმფრინავის გატაცებაში, თუმცა განაჩენი საბოლოო არაა და ბელარუსის კანონმდებლობის თანახმად დადგენილ ვადებში მისი გასაჩივრება შეიძლება.
შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ კომპანია „ბელავიას« კუთვნილი თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომელიც რეისს ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ასრულებდა, კურსის შეცვლა და რომის მიმართულებით გაფრენა მოსთხოვა.
ამ დროს ბორტზე 30–ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. “კვირას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გელა სახელაშვილი და მისი მეუღლე ინგა კუბლაშვილი თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითში ცხოვრობენ.
მათ ერთი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ. თავად გელა სახელაშვილი წარმოშობით თერჯოლის რაიონის ახალი თერჯოლიდან არის. მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და მეუღლის სახლში ცხოვრობდა. ინგა კუბლაშვილი რაიონში ყვავილებს ჰყიდის, ხოლო მისი მეუღლე ავტო-იმპორტის საქმიანობით იყო დაკავებული – მას მეგობართან ერთად გერმანიიდან მსუბუქი ავტომანქანები ჩამოჰყავდა და საქართველოში ჰყიდდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები