კიბოთი დაავადებული პატიმრის დედა დახმარებას ითხოვს – “დღეები აქვს დარჩენილი”…

ბათუმში, იუსტიციის სახლთან პატიმარ ზვიად გორაძის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები პატიმრის ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ონკოლოგიურად დაავადებული პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, გორაძეს ოპერაცია არ უნდა ჩაუტარდეს, რადგანაც მისი მდგომარეობა კრიტიკულია. შესაბამისად, გარანტია იმის,რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, არ არსებობს. ზვიად გორაძის დედა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს და დაავადებული პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.
“დღეები აქვს დარჩენილი და მინდა, რომ სახლში იყოს, მის შვილთან… ექვსი წლის შვილი ჰყავს, მინდა რომ მე მივხედო და ვეხვეწები, ვემუდარები მთავრობას, დამიბრუნონ, გაანთავისუფლონ“, – აცხადებს მსჯავრდებულის დედა. შეგახსენებთ, რომ გორგოძე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. ამჟამად ის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები