თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნული საბურთალოს, სამგორისა და გლდანის რაიონების ნაწილს შეეხებათ.
“თელასის” ინფორმაციითვე, შეზღუდვის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა საბურთალოს, საირმის, კუტუზოვის, ანაგის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხებათ. შუქი 11 საათიდან 16 საათამდე ფანასკერტელ-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშებათ.
11 საათიდან 17 საათამდე კი ელექტრომომარაგება სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები