საქართველო განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტების ტოპ ასეულშიც ვერ მოხვდა
უნივერსიტეტების ტოპ ასეულის გამოსავლენად ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებს შორის ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია Quacquarelli Symonds-მა (QS) კვლევა ჩაატარა.
კვლევაში სულ 30 ქვეყნის – მათ შორის სომხეთის აზერბაიჯანის, თურქეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესები სასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გავიდა. მეორე ადგილზე ჩეხეთის კარლოვის სახელობის უნივერისტეტი. სიაში 30 ქვეყნიდან სულ 18 ქვეყანის უნივერსიტეტი მოხვდა. სამწუხაროდ მათ შორის არცერთი ქართული უნივერსიტეტი არ აღმოჩნდა.