რიმა ბერაძის შუამდგომლობით დევნილებით ჩასახლებული კორპუსის გადახურვა მიმდინარეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე დღეს წინამძღვრიშვილის ქ. N121-ში იმყოფებოდა, სადაც დევნილები არიან კომპაქტურად ჩასახლებულები (267 ოჯახი). დეპუტატმა კორპუსის გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა, რაც მისი შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება. ამასთანავე, რიმა ბერაძემ ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.

როგორც მაჟორიტარი განმარტავს, აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებელთა უმთავრეს პრობლემებს წარმოადგენს ლიფტების და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რის მოგვარებასაც მათ რიმა ბერაძე დაპირდა. ამასთანავე, კორპუსის მაცხოვრებლებს სურთ ე.წ. წითელი ხაზების დაკანონებაც.

„აღნიშნული კორპუსი რამდენიმე ფლიგელისგან შედგება. ერთი ფლიგელი ექვსსართულიანია, მეორე – რვასართულიანი, ხოლო მესამე 11 სართულისგან შედგება. შესაბამისად, ვინაიდან კორპუსი მაღალსართულიანია, მის მაცხოვრებლებს აქვთ ლიფტის პრობლემა, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვუგვარებთ. გარდა ამისა, გამოიკვეთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხიც, რასაც ასევე აუცილებლად გადავუწყვეტთ როგორც კი ამინდები ამის საშუალებას მოგვცემს. დაბოლოს, კორპუსის მაცხოვრებლების მოთხოვნაა ე.წ. წითელი ხაზების დაკანონება. მათთვის ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზოგიერთი მათგანი წითელი ხაზების მიღმა ცხოვრობს და საკუთარი საცხოვრისის დაკანონებას ვერ ახერხებს. ამ საკითხის მოგვარებას მათ დაპირდა რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე, რომელიც ადგილზე ჩვენთან ერთად იმყოფებოდა“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები